აგრარული უნივერსიტეტის მორიგი წარმატება
19 ივნისი 2014
პირველი ივნისიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა, ხელი მოეწერა და დაიწყო ევროგაერთიანების საკონცერსიუმო სატყეო მიმართულების RERAM-ის პროექტი №609573 (FP7-INCO-2013-9).
შემსრულებლებთან ერთად პროეტქში (გერმანია, ავსტრია, ბელგია, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, მოლდოვა) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეტყევე მეცნიერთა ჯგუფიც იქნება ჩართული.
ორწლიანი პროექტის დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკია, რომელიც კონცერსიუმის სასტარტო კონფერენციაზე მომხსენებლის სტატუსით 13 ივლისს მიემგზავრება გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, ექსპერტ ნანი გოგინაშვილითან ერთად.