აგრარული უნივერსიტეტის პროექტებმა მორიგი გრანტი მოიგო
17 დეკემბერი 2014
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულ ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ მინი გრანტების კონკურსში აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტმა რამდენიმე პროექტი წარადგინეს.
ჯამში კონკურსში 148 პრეტენდენტი მონაწილეობდა - როგორც ორგანიზაციები, ისე კერძო პირები.
შეთავაზებული იყო ფართო სპექტრის პროექტები, როგორც აგრარული, ასევე საწარმოო და სამეცნიერო მიმართულების.
კამპუსიდან ფინალურ ეტაპზე 5 პროექტი მოხვდა, საიდანაც საბოლოოდ ორმა დაფინანსება მიიღო.
დაფინანსება მიიღეს მაგისტრანტებმა, ზურაბ შუბითიძემ და ზაქარია დათუაშვილმა (ალექსანდრე ანასოვის ხელმძღვანელობით) პროექტისთვის - "ბლინების ავტომატური საცხობი" და ალექსი ახალაიამ, ნიკა ხელაიამ და ნანა ჯაფარიძემ "ქართული მიკროკომპიუტერი - FreeCS, რომელიც ნამდვილი ინოვაციაა სასწავლო მიკროკომპიუტერების სფეროში.
ორივე პროექტი უდაოდ საინტერესო, ორიგინალური და ინოვაციურია. მათი განხორციელება სტუდენტებს დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მოუტანს. ამასთან, პროექტებს უკვე შეიძლება ეწოდოს საქართველოს პირველი და წარმატებული მცდელობა მიკროკომპიუტერების საერთაშორისო არენაზე გასვლისა.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს გამარჯბვებულებს მიღწეულს წარმატებას.