აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის წიგნი საუკეთესოდ აღიარეს

16 მარტი 2017

2016 წლის დეკემბერში ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ LAP LAMBERT Academic Publishing ინგლისურ ენაზე გამოსცა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, კ. ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომლის, აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის წიგნი, "ტრაქტორის თვლების გორვის თეორიის აქტუალური საკითხები".

2017 წლის 21 თებერვალს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ რევაზ მახარობლიძე დააჯილდოვა დიპლომით აგრარულ დარგში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური ნაშრომისთვის, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ გამოცემული წიგნის ძირითად მასალას.

მსგავსი სიახლეები