აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს სპეციალური დიპლომი გადაეცა
25 აპრილი 2018
აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მზაღო ლობჟანიძე სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.
პროფესორს დიპლომი გადაეცა აგრარულ დარგში 2017 წლის საუკეთესო სახელმძღვანელოსთვის - "მცენარეთა დაცვა“.
სახელმძღვანელო დაიწერა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით.