აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის მორიგი წარმატება

04 ოქტომბერი 2018

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. რამაზ ქაცარავა დააჯილდოვეს სვანტე არენიუსის სახელობის საერთაშორისო პრიზით მოწინავე მასალების მსოფლიო ფორუმში (The 26thAnnual World Forum on Advanced Ma­terials_Polychar 26), რომელიც ჩატარდა 2018 წლის 10–13 სექტემბერს თბილისში. აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო პროფ. ქაცარავას წილად ხვდა ამინომჯავების საფუძველზე ბიოსამედიცინო დანიშნულების ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების (ე.წ. „ფსევდო–პროტეინების“) შემუშავებისთვის.

ამავე ღონისძიებაზე, ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, დოქტორი თენგიზ ქანთარია დააჯილდოვეს კარლ კლეისონის სახელობის პრიზით თავისი პიონერული კვლევებისთვის ახალი პოლიმერების სინთეზში ალკინ–აზიდური საფეხურებრივი ზრდის კლიკ პოლიმერიზაციით.

მსგავსი სიახლეები