აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზები პროექტში - „დანერგე მომავალი"
07 ივნისი 2015
„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" ახორციელებს პროექტს - „დანერგე მომავალი", რომლის მთავარი მიზანია სანერგე მეურნეობების და ხეხილის ბაღების გაშენების სტიმულირება ფინანსური დახმარების საშუალებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ნერგების შეძენის მიზნით ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისთვის მიზნობრივი სახსრების გამოყოფას.
ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ამ პროექტში ჩართული სანერგეებიდან შეიძინოს ნერგი, რომლის თანადაფინასებასაც „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" განახორციელებს.