აგრარული უნივერსიტეტის სამმა ახალმა პროექტმა გრანტი მოიპოვა

18 აპრილი 2015

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო კონკურსში წარდგენილი 213 პროექტიდან 35 გამარჯვებული გამოვლინდა.

დაფინანსებული პროექტებიდან 3 აგრარულ უნივერსიტეტს ეკუთვნის.

გამარჯვებული პროექტებია:

1. ვლადიმერ ელისაშვილი (პროფესორი, მეცხოველეობის და საკვებწარმოების ინსტიტუტის დირექტორი) - „დაბალი ღირებულების და კონკურენტუნარიანი სპორების წარმომქმნელი პრობიოტიკების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება და კომერციალიზაცია";
2. ლია ამირანაშვილი (ს. დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - „სამამულო პრობიოტიკული პრეპარატის ბიოტექნოლოგია და მისი დანერგვის პერსპექტივები მეფრინველეობაში".
3. ამროსი ჭკუასელი (სრული პროფესორი, მეცხოველეობის და საკვებწარმოების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - „მიკოტოქსინების ახალი ადსორბენტის - ადგილობრივი ბენტონიტების გამოყენება ფრინველის კვებაში".

პროექტების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 492,100 ლარს.

მსგავსი სიახლეები