აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები კამპუსში

20 სექტემბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრობდნენ აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, პროფესორი ჰართმუტ ფოკტმანი და კასელის (გერმანია) უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი, ანგელიკა პლოგერი.

ფოკტმანი ევროპაში პირველი პროფესორია ორგანული/ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის დარგში. მან 1981 წელს საფუძველი ჩაუყარა კასელის უნივერსიტეტში ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის შექმნას.
პროფესორი ფოკტმანი დღემდე ასწავლის კასელის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს. იგი არის ბუნებისა და გარემოს დაცვის უმსხვილესი ორგანიზაციის (5.6 მილიონი წევრი) ვიცე-პრეზიდენტი გერმანიაში და სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების სამეცნიერო საბჭოს წევრი.

მსგავსი სიახლეები