აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონგრესზე

20 ივნისი 2018

აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო პროგრამის სტუდენტებმა მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ალეგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციცაციის (საკია) მიერ ორგანიზებულ - ასთმის, ქოფდ და რესპირატორული ალერგიების საერთაშორისო ევროპულ და ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის ნაციონალურ ერთობლივ კონგრეზე.

კონგრესი ჩატარდა მიმდინარე წლის 15-19 ივნისს.

აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო პროგრამის სტუდენტების მოხსენებებს დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერთა 2 სიმპოზიუმი: 1.შედარებით და ევოლუციურ იმუნოლოგიაში, 2. სავეტერინარო იმუნოლოგიასა და იმუნოპათოლოგიაში.

მეოთხე კურსელებიდან მოხსენებები წარმოადგინეს: ტატა იმნაძემ, თამარ ჩხიკვიშვილმა, ნანა გვენცაძემ; მესამე კურსელებიდან: ანა თხელიძემ, მარიამ მოხევიშვილმა, თამარ აბაშიძემ, დარეჯან თორიამ, პირველ კურსელებიდან: მერაბ ალანიამ. სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებში.

კონგრესზე აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბ.ლასარეიშვილმა წაიკითხა გამოჩენილი უკრაინელი ონკოიმუნოლოგის, პროფესორ ნინელი ბერეჟნაიას საიუბილეო ვრცელი ლექცია: ფაგოთერაპიის იმუნოლოგიური ასპექტები.

კონგრესის ბოლოს ყველა მონაწილე სტუდენტს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მოხსენების ენა: ინგლისური და ქართული.

კონგრესზე მიმდინარეობდა სინქრონული თარგმანი.

კონგრესზე მოხსენებები გააკეთეს:
• მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე უცხოელმა მეცნიერებმა: რუდოლფ ვალენტამ (ავსტრია), ვიქტორია გარიბმა (ავსტრია), გოვანი პასალასქუამ (იტალია), რომან ხანფერიანმა (რუსეთი), იგნაციო ანსოტეგუიმ (ესპანეთი), ანტი ლაუერმა (ფინეთი), კამან მაურიკე ჰანამ (ეგვიპტე), ელიაჰუ მაგენმა (ისრაელი), ნიკოლას ჩიორასიმ (ამერიკა), მიშელ შურინმა (აშშ), ალექსანდრე გაბიბოვმა (რუსეთი), სერგეი დეევმა (რუსეთი), სერგეი კრუსოვმა (ინგლისი), ჯონ მერფიმ (ინგლისი).
• უცხოეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა: ნინო ფორაქიშვილი (ინგლისი), ქეთევან გენძეხაძემ (აშშ), გიორგი გურული (აშშ), რუსუდან აფციაურმა (ესპანეთი).
• ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა: მაია გოთუამ, ივანე ჩხაიძემ, ნინო ჭანიშვილმა, ამირან გამყრელიძემ, გიორგი კამკამიძემ და სხვებმა.

აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო პროგრამის სტუდენტების მიერ გაკეთებული მოხსენებები - ევოლუციური და შედარებითი იმუნოლოგიის მიღწევები.

სიმპოზიუმის თავმჯდომარეები: ნინო დიდბარიძე, ბესარიონ ლასარეიშვილი.

1. ანი თხელიძე
იმუნური სისტემის ასაკობრივი თავისებურებები: პრე-და ნეონატალური იმუნიტეტი სხვადასხვა სახის ორგანიზმებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

2. მერაბ ალანია
მწერების და ძუძუმწოვრების იმუნური სისტემა: მსგავსება და განსხვავებები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

3. თამთა აბაშიძე
თევზების იმუნური სისტემა და იმუნოპათოლოგიები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სავეტერინარო იმუნოლოგიის და იმუნოპათოლოგიის მიღწევები
სიმპოზიუმის თავმჯდომარეები: ეკატერინე ღვალაძე, ბესარიონ ლასარეიშვილი, თეა
ოშხერელი

1. მარიამ მოხევიშვილი, თეა ოშხერელი
იმუნოთერაპია ვეტერინარიაში: მიდგომები და საშუალებები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

2. ტატა იმნაძე, ეკატერინე ღვალაძე
ცხოველეთა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები: ლეიკემიები და ლიმფომები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

3. ნანა გვენცაძე
ცხოველების ორგანო-სპეციფიკური აუტოიმუნური დაავადებები: იმუნოპათოგენეზი, იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნოთერაპია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

4. დარეჯან თორია
ცხოველების სისტემური აუტოიმუნური დაავადებები: იმუნოპათოგენეზი, იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნოთერაპია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

5. თამარ ჩხიკვიშვილი
ცხოველების ალერგიული დაავადებები: იმუნოპათოგენეზი, იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნოთერაპია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

 

მსგავსი სიახლეები