აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება

02 თებერვალი 2016

"სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებულ კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის გუნდმა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოების იდეით - 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

ამ თანხით ისინი შეძლებენ საკუთარ იდეაზე დაფუძნებული სტარტაფის შექმნას და პირველი ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას.

 

კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან, რომელიც მოიცავდა პროექტის მოკლე და მთლიანი ვერსიის ფორმების შედგენასა და ანალიზს.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმი იყო იდეის ინოვაციურობა და მისი კომერციალიზაციის რეალურობა.

გამარჯვებული სტუდენტები არიან:
შალვა მძნარაშვილი - კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
ნონა ნონიაშვილი - კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
ანა ბაიაძე - კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
კესო ბარამიძე - კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
თამარ შეითნიშვილი - ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი

მსგავსი სიახლეები