აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება
13 აგვისტო 2019
ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია 6th International Caucasian Symposium on Polymers and Advanced Materials, სადაც საუკეთესო პოსტერის პრიზი მიიღო აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა თამარ ტყეშელაშვილმა, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა პოსტერი „Preparation of the Proton Conducting Phase-Separated Multiblock Copolymers with Sulfonated Poly(phenylene sulfone) Blocks".
აღნიშნული კვლევა შესრულებულია ფოლკსვაგენის გრანტის „Novel polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application" (Az: 93 331) ფარგლებში. ნაშრომის თანაავტორები ასევე არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ნანა არაყიშვილი (III კურსი) და ნოდარ დუმბაძე (IV კურსი).