აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება!

19 თებერვალი 2015

14 თებერვალს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს უნივერსიტეტისა და თბილისი მოლის მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს მარათონი 20=200.

მარათონში ერთმანეთს ეჯიბრებოდა წინასწარი კონკურსით გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი.

მათ შორის აგრარული უნივერსიტეტის გუნდი FIT, რომელშიც აგრუნის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი და ბიზნესის ფაკულტეტის ერთი სტუდენტი მონაწილეობდა.

საბოლოო შედეგებით ჩვენი სტუდენტების ჯგუფი საპრიზო მეორე ადგილზე გავიდა და სათანადო პრიზით დაჯილდოვდა.

სტუდენტებმა მომხმარებელს შესთავაზეს საკუთარი ტექნოლოგიით დამზადებული ვაშლის ჩიფსები.

ჯგუფის იდეას სპონსორობა გაუწია საქართველოში ჩაის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია "გეოპლანტმა", რომელთანაც გრძელდება თანამშრომლობა იდეის კომერციალიზაციის მიზნით.

მსგავსი სიახლეები