აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება კონკურსზე

15 სექტემბერი 2014

კომპანია "ბორჯომმა" რიგით მე-4 სტუდენტური კონკური, "ჩემი ბორჯომი" ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის 12 სტუდენტური გუნდი იღებდა.

კონკურსის პირობების თანახმად კომპანია "ბორჯომის" მიერ სტუდენტებმა მიიღეს მარკეტინგული პროფილის საკონკურსო დავალებები.

გუნდებს დავალების შესასრულებლად სამი თვე მიეცათ, რის შემდეგაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.

მეორე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტის გუნდი გავიდა შემდეგი შემადგენლობით: ნინო წიკლაური, სალომე ჩიკვილაძე, ნათია ხარაიშვილი. მათ პრიზად 1 500 აშშ დოლარი გადაეცათ.

პირველი ადგილის მფლობელი კი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გახდა. უნივერსიტეტის სახელით გუნდს წარმოადგენდნენ სტუდენტები: ირაკლი მირზიკაშვილი, შოთა ჯინჭარაძე, სალომე მაისურაძე. მათ პრიზად 2 500 აშშ დოლარი გადაეცათ.

უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას.

მსგავსი სიახლეები