აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლების მორიგი წარმატება!

03 დეკემბერი 2014

აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში დაფინანსება მოიპოვეს.

1. თეა არაბული - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი ევროპული წითელი ტკიპის - Panonychus ulmi-ის (Acari, Tetranychidae) ბიოლოგიური კონტროლი. გერმანია, "ბიოლოგიური კონტროლის იულიუს
კუჰენის ინსტიტუტი, კულტივირებული მცენარეების ფედერალური კვლევითი ცენტრი".

2. შალვა ბარჯაძე - საქართველოს ბუგრების (Hemiptera, Aphididae) ბარკოდინგი. კანადა, კანადის მწერების ეროვნული კოლექცია, კანადის სოფლის მეურნეობა და სასოფლო კვების დეპარტამენტი.

3. ნინა კულიკოვა - საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი პოლიფენოლური ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების in vitro და in vivo მოდელზე. იტალია, პალერმო, ევრო-ხმელთაშუაზღვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი.

4. აზა კობახიძე - ლიგნინ-დამშლელი ფერმენტების იმობილიზაცია ნანონაწილაკებზე და გამოყენება. შვეიცარია, მიუთენზი. ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ეკოლოგიის განვითარება

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს ოთხივე მათგანს ამ წარმატებას.

მსგავსი სიახლეები