აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლების სტატია ჟურნალში Journal of Plant Pathology

21 მარტი 2021

გამომცემლობა Springer-ის ჟურნალში Journal of Plant Pathology გამოქვეყნდა სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელთა სტატია კოლაბორატორებთან ერთად - ბაქტერიული სიდამწვრის გავრცელება საქართველოში და Erwinia amylovora შერჩეული იზოლატების დახასიათება.

2016 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი გამოჩენის შემდეგ ბაქტერიული სიდამწვრე 2017-2018 წლებში გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. დაავადების გამომწვევი აგენტი გრამ-უარყოფიტი ბაქტერია Erwinia amylovora დადასტურდა სიმპტომატური ვაშლის, მსხლისა და კომშის მცენარეების სხვადასხვა ორგანოში. საქართველოში დაავადებული მცენარეებიდან გამოყოფილი Erwinia amylovora -ს იზოლატები ხასიათდება სახეობისათვის ტიპიური ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვისებებით. CRISPR უბნების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების დადგენით  გამოვლინდა ორი განსხვავებული გენოტიპის არსებობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია პათოგენებთან რომელთა კოლონიზაცია მოხდა ეროპაში  მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში.  შესწავლილ Erwinia amylovora იზოლატებში გამოვლენილი გენეტიკური და ფენოტიპური განსხვავებები, ქვეყანაში დაავადების სწრაფ გავრცელებასთან ერთად საფუძველს ქმნის მოსაზრებისათვის, რომ უახლოეს წლებში ქვეყანაში ადგილი უნდა ქონოდა მრავლობით ინტროდუქციას დაავადებული მცენარის ნერგების  იმპორტის გზით.

მსგავსი სიახლეები