აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლების წარმატება

09 დეკემბერი 2014

"ჰეიდელბერგცემენტ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ნაციონალურ კონკურსში, რომელიც ეხება კარიერების ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას (Quarry Life Award), გაიმარჯვა ენტომოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის მაკა მურვანიძის მიერ წარდგენილმა პროექტმა "ნიადაგის ფეხსახსრიანთა მრავალფეროვნება და კარიერების რეაბილიტაცია".

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ასისტენტ პროფესორი შალვა ბარჯაძე და მაგისტრატურის მე–2 კურსის სტუდენტი ნინო თოდრია. 

უნივერსიტეტის ხემლმძღვანელობა მადლობას უხდის ჯგუფს გამარჯვებული პროექტის ავტორებს და წარმატებებს უსურვებს.

მსგავსი სიახლეები