აგრარული უნივერსიტეტის წარმატება
06 დეკემბერი 2013
2013 წელს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი „ ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები“. კონკურსში სულ შევიდა 105 საპროექტო განაცხადი, მათგან 12 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან შესული 12 საპროექტო განაცხადიდან - 9 პროექტი შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტები
| გიორგი ქავთარაძე | სწრაფმზარდი მერქნიანი სახეობების ბუნებრივი განახლების გამოკვლევების მეთოდოლოგიის შემუშავება |
| მაია ხუციშვილი | თუთის აბრეშუმხვევიას ფერადპარკიანი ჯიშების შენარჩუნება-გაუმჯობესება. |
| ივანე კაპანაძე | ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნის დაპროექტება, დამზადება და ძირითადი პარამეტრების გამოკვლევა |
| გიორგი კირკიტაძე | საქართველოში გავრცელებული ფუტკრისნაირთა ანოტირებული სია, მათი მოპოვების წერტილების დარუკება და მოდელირებული შედეგების შედარება მსოფლიო გავრცელების მონაცემებთან |
| შალვა ბარჯაძე | ბუგრების პარაზიტული სიფრიფანაფრთებიანების (Hymenoptera: Bracondae: Aphidiinae) ბიომრავალფეროვნება, ბიოლოგია და ეკოლოგია |
| მარგარიტა კარაპეტიანი | ლამინ Liii-ის გენის ექსპრესიის შესწავლა Danio rerio-ს ლარვებში |
| ნანა კუნელაური | საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გამოყოფილი ენტომოპატოგენური სოკოს Beauveria spp-ის იზოლატების გენოტოპირება |
| გიორგი რთველაძე | ობიექტის შესაბამისად სწრაფგაყინვის ტექნოლოგიის გავლენა ზოგიერთი ბოსტნეულის (ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი წიწაკა) ფიზიკურ-ქიმიური და ფიტოქიმიურ მახასიათებლებზე. |
| ხათუნა ფარქოსაძე | თვალების მოძრაობის ცვლილებები ასაკის მომატებასთან ერთად: მოტორული და აღქმითი პლასტიკურობა |