აგრარული უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრება
19 ივნისი 2017
სექტემბერში "საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის" ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) ჩატარდება ლექციების კურსი, პრაქტიკული მეცადინეობები და ლაბორატორიული ტრენინგები (Quali-Start-Up Science Lectures) საქართველოს მხრიდან მონაწილე კონსორციუმის წევრ 4 უნივერსიტეტიდან შერჩეული 20 სტუდენტისთვის.
8 ივნისს სტუდენტების შესარჩევი ინტერვიუების ჩასატარებლად კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია იულიხის კვლევითი ცენტრის ჯგუფი ცხრა პროფესორის შემადგენლობით.
11 აპლიკანტიდან მათ მიერ შერჩეული იქნა აგრარული უნივერსიტეტის 5 სტუდენტი:
დავით კორძაია, IV კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)
ანა სიხარულიძე, III კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)
ალექსანდრე კალანდაძე, III კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)
დიმიტრი გოდერძიშვილი, III კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)
ანა ქურდაძე, IV კურსი (ბიოლოგია)
ლექციების კურსის ხანგრძლივობა იქნება 1 კვირა.
ამასთანავე, ანა ქურდაძეს გადაეცა ჯილდოდ internship, რის საფუძველზეც ის დარჩება იულიხში დამატებით 4 კვირა და გაივლის ტრენინგებს ლაბორატორიებში.
სტუდენტების ვიზიტი ფინანსდება გერმანული მხარისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.