აგრარული უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრება

19 ივნისი 2017

სექტემბერში "საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის" ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) ჩატარდება ლექციების კურსი, პრაქტიკული მეცადინეობები და ლაბორატორიული ტრენინგები (Quali-Start-Up Science Lectures) საქართველოს მხრიდან მონაწილე კონსორციუმის წევრ 4 უნივერსიტეტიდან შერჩეული 20 სტუდენტისთვის.

8 ივნისს სტუდენტების შესარჩევი ინტერვიუების ჩასატარებლად კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო ​კამპუსს ეწვია იულიხის კვლევითი ცენტრის ჯგუფი ცხრა პროფესორის შემადგენლობით.

11 აპლიკანტიდან მათ მიერ შერჩეული იქნა აგრარული უნივერსიტეტის 5 სტუდენტი:

დავით კორძაია, IV კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)

ანა სიხარულიძე, III კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)

ალექსანდრე კალანდაძე, III კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)

დიმიტრი გოდერძიშვილი, III კურსი (ელექტრო-კომპ. ინჟ.)

ანა ქურდაძე, IV კურსი (ბიოლოგია)

ლექციების კურსის ხანგრძლივობა იქნება 1 კვირა.

ამასთანავე, ანა ქურდაძეს გადაეცა ჯილდოდ internship, რის საფუძველზეც ის დარჩება იულიხში დამატებით 4 კვირა და გაივლის ტრენინგებს ლაბორატორიებში.

სტუდენტების ვიზიტი ფინანსდება გერმანული მხარისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

მსგავსი სიახლეები