აგრარული უნივერსიტეტისს ბაზებზე წარმოებული სათესლე მასალა უმაღლესი ხარისხისაა

21 მაისი 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზებზე წარმოებულ სიმინდის და სოიას თესლს მიანიჭა ჯიშის ხარისხის სერტიფიკატები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სათესლე მასალა ყველა სტანდარტის გათალისწინებით უმაღლესი ხარისხისაა, ჯიშობრივად წმინდაა და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

სერტიფიკატი მიენიჭა შემდეგ სიმინდის ჯიშებს:
1. ქართული ჰიბრიდი - წეროვანი 1
2. ქართული ჯიში - ქართული კრუგი
3. ქართული ჯიში - აჯამეთის თეთრი
4. ქართული ჯიში - აბაშის ყვითელი
5. ქართული ჰიბრიდი - ყაზბეგი

სერტიფიკატი მიენიჭა შემდეგ სოიას ჯიშებს:

1. ქართული სოია - კოლხიდა 4
2. ქართული სოია - ბი-2

მსგავსი სიახლეები