აგრარულმა უნივერსიტეტმა პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა!

27 სექტემბერი 2016

აგრარულმა უნივერსიტეტმა პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა!
 
უნივერსიტეტმა გრანტის სახით 744,815 აშშ დოლარი მიიღო.
 
კონკურსის შედეგად მიღებულ თანხას აგრარული უნივერსიტეტი მოახმარს მევენახეობა-მეღვინეობის, ვეტერინარიისა და აგრობიზნესის გავნითარებას. კერძოდ, აგრარული უნივერსიტეტი Wageningen University and Reasearch Centre-თან ერთად შეიმუშავებს პროფესიულ პროგრამებს, მეტად განავითარებს სასწავლო ინფრასტრუქტურას, შეისყიდის თანამედროვე აღჭურვილობას და შეიმუშავებს სასწავლო მასალას.
 
კონკურსი მიმდინარეობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
 
კონკურსის მიზანი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებების დაფინანსება.
 
საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 კონცეფციის განაცხადი შემოვიდა, ჯამში 69 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნილი საგრანტო თანხით. შემოსული პროექტების სრული ბიუჯეტი, ბიზნესის მხრიდან თანადაფინანსების ჩათვლით, 90 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. განაცხადები შეფასდა დამოუკიდებელი შეფასების კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. სამ-ეტაპიანი, მკაცრი შერჩევისა და დეტალური შეფასების პროცესის შემდეგ, საბოლოოდ დაფინანსებისთვის შეირჩა ათი განაცხადი.

მსგავსი სიახლეები