აგრო დასაქმების ფორუმი

22 ივნისი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სპეციალურად აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა აგრო დასაქმების ფორუმი.

აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით მსგავსი ფორმატის დასაქმების ფორუმი კამპუსში პირველად გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ აგრარულ სფეროში მოღვაწე კომპანიები, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებაში: ინვეტი, ლუდსახარში ზედაზენი, USAID-REAP და TIFLISKI VINI POGREB.

სტანდარტულად, დასაქმების ფორუმი კამპუსში წელიწადში ორჯერ ტარდება და მასში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ყველა სტუდენტი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები