აგრუნის მეცნიერებმა რუსთაველოს ფონდის საგრანტო კონკურსში შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი გრანტი მოიპოვეს

20 თებერვალი 2020

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების 2019 წლის საგრანტო კონკურში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ წარდგენილი იყო სულ 25 პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტია 4 930 107 ლარი. ამათგან დაფინანსება მოიპოვა 6-მა პროექტმა 1 209 086 ლარის ოდენობით, რაც ისტორიულ მაქსიმუმთან მიახლოვებაა.

გრანტების ოდენობა პროცენტულად შეადგენს 24.52%-ს, რაც წინა წლის მონაცემზე დაახლოებით ორჯერ მეტია (13.52%).

2019 წელს აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა ჯამურად წარადგინეს 31 საგრანტო განაცხადი 6 106 032 ლარის ოდენობით, ხოლო დაფინანსება მოიპოვა 8 პროექტმა სრული ბიუჯეტით 1 638 086 ლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ინფორმაცია მოპოვებული გრანტების შესახებ:

მსგავსი სიახლეები