აგრუნის სტუდენტებმა ვეტერინარიის მსოფლი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

27 აპრილი 2015

ვაკის პარკში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიშიც მონაწილეობა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებმაც მიიღეს.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი ზოონოზური პოტენციალის მატარებელი ვექტორული დაავადებების (ცხოველისა და ადამიანისათვის საშიში დაავადებები, რომლებიც მკბენარებს გადააქვთ) პრევენციაა.

ვაკის პარკში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში ვეტერინარებმა ძაღლებსა და კატებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩაუტარეს. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს.

2015 წლის გზავნილის - ვექტორული დაავადებების საწინააღმდეგო სამი ძირითადი რეკომენდაციაა: ცხოველის აცრა და პარაზიტებისგან გაწმენდა-დამუშავება; ცხოველთა სადგომების დამუშავება სპეციალური პრეპარატებით; კარ-ფანჯარაზე მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება.

მსგავსი სიახლეები