ალექსანდრე ჯაფარიძის საჯარო ლექცია კამპუსში

08 აპრილი 2015

8 აპრილს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის MNS ეგიდით ლოზანას (შვეიცარია) ფედერალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ცოცხალი მატერიის ფიზიკური პროცესების ლაბორატორიის დოქტორანტმა, ალექსანდრე ჯაფარიძემ, წაიკითხა საჯარო ლექცია: დნმ-ის სტრუქტურის კვლევა ატომურ ძალოვანი მიკროსკოპიით.

მოხსენება შეეხებოდა დნმ-ის პოლიმერულ და სტატისტიკურ თვისებებს და მათ როლს ბიოლოგიურ პროცესებში. მომხსენებელმა განიხილა დნმ-ის და ცილების კომპლექსების შესწავლა ატომურ ძალოვანი მიცროსკოპიის მეშვეობით (Atomic Force Microscopy). აგრეთვე ალექსანდრე ჯაფარიძე შეეხო ბაქტერიული ქრომატინის ექსპერიმენტალური გზით აგების მოდელს.

მსგავსი სიახლეები