ამოუცნობი რადიო სიგნალებიდან გალაქტიკურ შუქურებამდე

07 თებერვალი 2016

კამპუსს პოლონეთის ზიელონა გორას უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, პროფესორი, გოგი მელიქიძე ეწვევა და ჩაატარებს საჯარო ლექციას - ამოუცნობი რადიო სიგნალებიდან გალაქტიკურ შუქურებამდე.
 
1967 წელს დაფიქსირებულმა საიდუმლოებით მოცულმა რადიო სიგნალებმა თავის დროზე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ხოლო შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლების ამ ტალღებს ასხივებდა, ამოუწურავი ინფორმაციის მატარებელი კოსმოსური ლაბორატორიები იყო.
 
მოწვეული სპიკერი შეხვედრაზე ისაუბრებს იმ ფიზიკურ პროცესებზე, რომელიც ამ, ერთი შეხედვით მკვდარი ვარსკვლავების მეორე სიცოცხლეს განაპირობებს და იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად.
 
ლექცია ჩატარდება 11 თებერვალს, 18:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში.
 
დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები