ანა ქუმსიშვილი ESAVS-ის ონკოლოგიის პროგრამის გასავლელად მიემგზავრება ლუქსემბურგში
08 აპრილი 2025
Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარი და თერაპიის განყოფილების უფროსი, ანა ქუმსიშვილი, European School of Advanced Veterinary Studies-ის ონკოლოგიის საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამის გასავლელად ივნისის ბოლოს მიემგზავრება ლუქსემბურგში. პროგრამა მოიცავს 40-საათიან ინტენსიურ სწავლებას და შეესაბამება 5 კრედიტს.
კლინიკა Veterinarium-ის განვითარება წარმოადგენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. კლინიკის წინსვლისთვის აუცილებელია ვეტერინარული სამედიცინო დარგების განვითარება, რაც კვალიფიციური კადრების გადამზადებით მიიღწევა. შესაბამისად, ანა ქუმსიშვილის გადამზადების ხარჯებს ფარავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
European School of Advanced Veterinary Studies-ის (ESAVS) სერტიფიცირებული და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება ემყარება ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებსა და გამოცდებს. ESAVS-ის პროგრამები ტარდება ევროპული უნივერსიტეტებისა და კლინიკების ბაზაზე დაახლოებით 20 ქვეყანაში.
საერთაშორისო აღიარებული ლექტორები, პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომა, კლინიკური შემთხვევების დეტალური ანალიზი, ინტერაქტიული სწავლება, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები და პროგრამაზე შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები ხელს უწყობს ცოდნისა და უნარების ეფექტურ გადაცემას.
ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც წარმოადგენს ვეტერინარული უწყვეტი განათლების აკადემიას და ფუნქციონირებს გერმანიის ფედერალური ვეტერინართა პალატის (Bundestierärztekammer - BTK) ფარგლებში. ATF-ის აკრედიტაცია შეესაბამება ვეტერინარული უწყვეტი განათლების ავტორიზებული კურსების რეესტრის (Registry of Approved Continuing Education – RACE, აშშ), ასევე სამეფო ვეტერინართა კოლეგიის (RCVS, დიდი ბრიტანეთი) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) CE კრედიტების მოთხოვნებს.
მსგავსი სიახლეები
09 მარტი 2026
ნათია რობაქიძემ მონაწილეობა მიიღო ვეტერინარულ კარდიოლოგიურ მასტერკლასში
05 მარტი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმი აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
03 მარტი 2026
სომხეთიდან ვეტერინარიუმში პაციენტი ჩამოიყვანეს რთული ოპერაციის გასაკეთებლად.
23 თებერვალი 2026
არარეგენერაციული, იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის დიაგნოზი კატაში
15 თებერვალი 2026