ანა ქუმსიშვილმა წარმატებით დაასრულა (ESAVS)-ის ონკოლოგიის პროგრამა
30 ივნისი 2025
Veterinarium-ის მთავარმა ვეტერინარმა და თერაპიის დეპარტამენტის უფროსმა, ანა ქუმსიშვილმა, წარმატებით დაასრულა European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS)-ის ლუქსემბურგში ჩატარებული საერთაშორისო აკრედიტებული ონკოლოგიის პროგრამა.
ანა ქუმსიშვილი პირველი ვეტერინარია საქართველოდან, რომელმაც გაიარა ESAVS-ის აკრედიტებული სასწავლო კურსი 🩵 ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
ESAVS-ის სერტიფიცირებული და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო მასალას ვეტერინარული კლინიკური დისციპლინების მიმართულებით. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის დაახლოებით 20 ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით.
ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც მოქმედებს გერმანიის ფედერალური ვეტერინართა პალატის (Bundestierärztekammer – BTK) ფარგლებში. ეს აკრედიტაცია სრულად შეესაბამება ამერიკის უწყვეტი ვეტერინარული განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის სამეფო ვეტერინართა კოლეგიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026