ანასეულის კამპუსში ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
14 მარტი 2016
12 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში - (ოზურგეთი ანასეული) ჩატარდა ტრენინგი - "სარგავი მასალების და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოება დახურულ სისტემებში, ინ ვიტრო ლაბორატორია და ვერტიკალური ფერმა".
შეხვედრა გაიმართა პროექტის "სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე/სარგავი მასალისა და ეკოლოგურად უსაფრთხო (ორგანული) პროდუქციის წარმოება დახურულ სისტემებში - ინ ვიტრო წარმოება და ვერტიკალური ფერმა” ფარგლებში, რომელსაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს. ტრენინგს უძღვებოდა პროექტის ხელმძღვანელი ლალი მოსიაშვილი.
ტრენინგს ესწრებოდა 40-მდე ფერმერი ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებიდან. თემებმა ფერმერების დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ინ ვიტრო ლაბორატორიაში მიღებული მარწყვის და პომიდვრის უვირუსო სარგავი მასალების წარმოების ტექნოლოგიით. ასევე, ინტერესი იყო ვერტიკალური ფერმის მოწყობის საკითხების მიმართ.
მონაწილეებს დაურიგდათ აგრარული უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სარეკომენდაციო ბუკლეტები და ინ ვიტრო ლაბორატორიაში წარმოებული პამიდორის უვირუსო ჩითილები.