ანდრეი კამოლოვ მასტერ-კლასი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს

17 მარტი 2015

15 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის და GEOSAVA-ს ეგიდით ვეტერინარულ კარდიოლოგიაში სემინარი გაიმართა.

მასტერ-კლასი რუსეთის კარდიოლოგ ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა და კლინიკების ქსელის "თეთრი ეშვის" კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა - ანდრეი კამოლოვმა ჩაატარა.

სემინარს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის მიმართულების სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ წამყვანი ვეტერინარები როგორც საქართველოდან ისე სომხეთიდან.

მასტერ-კლასი მოიცავდა კარდიოლოგიის საფუძვლებს, თანამედროვე დიაგნოსტირებას და მკურნალობის მეთოდებს რიგი დაავადებების დროს.

მსგავსი სიახლეები