ანდრეი კამოლოვის მასტერ-კლასი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს

11 მარტი 2015

15 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის და GEOSAVA-ს ეგიდით გაიმართება სემინარი ვეტერინარულ კარდიოლოგიაში.

ლექციას ატარებს რუსეთის კარდიოლოგ ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი და კლინიკების ქსელის "თეთრი ეშვის" კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი - ანდრეი კამოლოვი.

სემინარს დაესწრებიან GEOSAVA წევრები და ვეტერინარული მიმართულების სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები