აქციას მიუსაფარი ფისოებისათვის

13 იანვარი 2026

კლინიკა ვეტერინარიუმი აცხადებს აქციას მიუსაფარი ფისოებისათვის.

ვეტერინარიუმში მიუსაფარ ფისოებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპიული მეთოდი ნაკლებ ინვაზიურია და ხასიათდება უფრო მარტივი რეაბილიტაციით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველებისთვის, რადგან მათ სწრაფი გამოჯანმრთელება სჭირდებათ ქუჩაში უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის.

მიუსაფარი ცხოველების ლაპაროსკოპიულ სტერილიზაციას გააკეთებს კლინიკის მთავარი ვეტერინარი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე. ის ფლობს ვეტერინარის მაგისტრის ხარისხს.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • ფისო იყოს მიუსაფარი. გვჯერა, რომ ადამიანები პატიოსნად მოეკიდებიან ინიციატივას და წინა შემთხვევების მსგავსად საკუთარ ცხოველებს არ მოიყვანენ
  • ლაპაროსკოპიული სტერილიზაციის ფასი იქნება 50 ლარი 200 ლარის ნაცვლად

კლინიკა ვეტერინარიუმი არ იღებს არანაირ დაფინანსებას, შესაბამისად აღნიშნული აქციის ფარგლებში თავად ასუბსიდირებს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას 75%-ით.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია 22 იანვრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ კლინიკის ნომერზე +995 32 206 05 95 ან მოგვწეროთ მესინჯერში.

სტერილიზაციის შემთხვევაში, მიუსაფარ ფისოს გაუკეთდება ყურის წვერის კრუპირება (ear tipping). ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივად (ერთი შეხედვით) განვასხვავოთ უკვე სტერილიზებული მიუსაფარი ფისო და თავიდან ავირიდოთ მისი ხელახალი დაჭერა და სტრესი.

ვეტერინარიუმში ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია ხორციელდება უახლესი, მაღალი ტექნოლოგიის მქონე აპარატურის - Mindray UX5 4K/NIR სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 4K ფლუორესცენციული ვიზუალიზაციის ფუნქციით. ანესთეზიისთვის კი გამოიყენება ცხოველის ანესთეზიის უახლესი აპარატი Veta 5 Premium, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პაციენტის ზუსტი მონიტორინგი, ინჰალაციური ანესთეზიის მართვა და ფილტვების სწორი ვენტილაცია მართვითი სუნთქვის სისტემის დახმარებით.

Აქცია