ახალგაზრდა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი

02 აპრილი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. მათ წარმოადგინეს ფიზიკური მოვლენის შესასწავლი მოწყობილობები. მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელსაწყოებს აფასებდა აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების საინჟინრო-ტექნოლოგიური და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის დეკანებისა და პროფესორებისგან შემდგარი ჟიური.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული და ოთხი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი, რომლებმაც მიიღეს შემდეგი სასწავლო ვაუჩერები:

4900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს
2940 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა II-III ადგილზე გასულ მონაწილეებს
800 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა IV-VII ადგილზე გასულ მონაწილეებს.

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ და აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს.

გამარჯვებული გუნდის სკოლამ მიიღო განვითარებისა და მხარდაჭერის 1500 ლარიანი გრანტი, რომელსაც მათ ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე გადავცემთ.

ყველა მონაწილეს გადაეცა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატი.

კონკურსში გაიმარჯვა ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ალავიძემ და ლუკა ლომთაძემ.

მსგავსი სიახლეები