ახალგაზრდა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი

23 იანვარი 2014

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აცხადებენ ახალგაზრდა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსს, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის.

გუნდში უნდა იყვნენ  ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის სახელით მიიღებენ მონაწილეობას (ერთ გუნდში არაუმეტეს 3 მოსწავლე). ერთი სკოლიდან დასაშვებია რამოდენიმე გუნდის მონაწილეობა.

კონკურსანტებმა უნდა დაამზადონ ფიზიკური მოვლენის შესასწავლი მოწყობილობა. დასაშვებია, როგორც სკოლებში არსებული მოწყობილობების ელექტრონიკის ან კომპიუტერის გამოყენებით მოდიფიცირება (გადაკეთება), ასევე,  ახალი მოდელების დამზადება.

შეფასებისას ყურადღება მიექცევა ინოვაციურობას და შინაარსს. ასევე, გათვალისწინებული იქნება დიზაინი და მოხმარების უსაფრთხოება.

სასურველია, თემატიკა შეირჩეს ფიზიკის სასკოლო პროგრამიდან.

საკონკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება გაიმართება 1 მარტს.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი და სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

  • 4900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს
  • 2940 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა II-III ადგილზე გასულ მონაწილეებს
  • 800 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა IV-X ადგილზე გასულ მონაწილეებს
  • 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა კონკურსის ყველა მონაწილეს

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს.

ამასთან, გამარჯვებული გუნდის სკოლა მიიღებს განვითარებისა და მხარდაჭერის 1500 ლარიან გრანტს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები