ახალი კულინარიული წიგნი კულინარიის აკადემიის მონაწილეობით

28 სექტემბერი 2015

რამდენიმე დღეში პოლონეთში გამოიცემა წიგნი - ქართული გემო. მისი ავტორია ვახო ბაბუნაშილი, კულინარიის აკადემიის დიდი გულშემატკივარი და მეგობარი.

წიგნის ერთ-ერთი თავი ეთმობა ქართული კულინარიის მომავალს. ამ თავის მთავარი პერსონაჟი კი კულინარიის აკადემიაა. ჩვენმა ლექტორმა გიორგი იოსავამ, სტუდენტებთან ერთად წიგნისთვის შექმნეს ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაცია და საინტერესო რეცეპტები შესთავაზეს მკითხველებს.

კულინარიის აკადემიის დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე, ყოველთვის ასწავლიდა ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომ მათი მთავარი ამოცანა ქართული სამზარეულოს განვითარება და წინ წაწევაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კულინარიის აკადემია და ამ მიზეზით მოხვდა ის ამ შესანიშნავი წიგნის ერთ-ერთ თავში.

მსგავსი სიახლეები