ახალი რესტორანი კულინარიის აკადემიის ლექტორისა კურსდამთავრებულებისაგან

24 ივნისი 2015

კულინარიის აკადემიის ლექტორმა, გიორგი იოსავამ და კურსდამთავრებულებმა ანა სტაცენკომ და იანა პობედონოსცევამ ბურგერების რესტორანი Burger House გახსნეს.

გიორგი იოსავა ჟურნალმა EGO-მ 2014 წლის საუკეთესო კულინარად დაასახელა. გიორგის დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, ის იყო: რესტორანი STRADA-ს შეფ-მზარეული, რეტორანი Terrace-ს შეფ-მზარეული, Expo-Georgia-ს შეფ-მზარეული, Tbilisi Marriott-ის მზარეული, კაფე Angelato-ს შეფ-მზარეული, რესტორან Loft-ის მზარეული და ა.შ.

ანნა სტაცენკომ და იანა პობედონოსცევამ კი კულინარიის აკადემიის მზარეულის და კონდიტერის პროგრამები გაიარეს.

მსგავსი სიახლეები