ახალი სასწავლო წელი აგრარულ უნივერსიტეტში

15 სექტემბერი 2014

15 სექტემბერს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.

სტუდენტებს გაესაუბრნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, პრორექტორი მარინა ქარჩავა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რეზო ხოფერია და სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისის კოორდინატორი შაკო თავაძე.

მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სტუდენტებს, გააცნეს დეკანები და პროგრამის ხელმძღვანელები, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება და შინაგანაწესი.

შეხვედრის დროს გამოვლინდა აგრარულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი, გიორგი ლევიძე, რომელსაც კომპანია მაგთისგან გადაეცა სპეციალური საჩუქარი და დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები