ბარამბოს მარკეტინგის სამსახური სტუდენტებთან
28 აპრილი 2015
27 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა კომპანია "ბარამბოს"-ს მარკეტინგის მენეჯერს, ირინა კეიდიას და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელ ირაკლი კურდაძეს უმასპინძლა.
სტუმრებმა ისაუბრებს თუ როგორ ხორციელდება კომპანიაში წარმატებული მარკეტინგული პროექტები, როგორია კონკურენტული გარემო და უპირატესობები, განიხილეს რამდენიმე საინტერესო მაგალითი.
ამასთან, სპიკერებმა მიმოიხილეს კომპანიის ბაზრის წილი და კონკურენტები, სტუდენტებს გააცნეს ახლო მომავალში დაგეგმილი სიახლეები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
ლექციის ოგრანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები: თამარ ხუციშვილი, ტარიელ გულიკაშვილი, ანა მიქელაძე, იოსებ ლეკაშვილი.
შეხვედრა შედგა პროექტ "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.