ბარბარე ქურციკიძე ბუქარესტში გაივლის ESAVS-ის პროგრამას
18 დეკემბერი 2025
ბარბარე ქურციკიძე აპრილში ბუქარესტში გაივლის European School of Advanced Veterinary Studies-ის (ESAVS) რბილი ქსოვილების ქირურგიის საერთაშორისო აკრედიტებულ პროგრამას.
ბარბარე Veterinarium-ის თერაპევტი და სტომატოლოგია, თუმცა დიდი ხანია სურს შეისწავლოს რბილი ქსოვილების ქირურგია. სწორედ ამიტომ, ის ხშირად ასისტირებას უწევდა ქირურგს, აკვირდებოდა და სწავლობდა.
რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების განვითარება მათი ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი დააფინანსებს ბარბარეს გადამზადებას ESAVS-ის ქირურგიის საერთაშორისო პროგრამით.
ESAVS-ის სერტიფიცირებული და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და კლინიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით დაახლოებით 20 ქვეყანაში.
ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც გერმანიის ვეტერინართა ფედერალური პალატის (Bundestierärztekammer - BTK) ფარგლებში მოქმედებს. ეს აკრედიტაცია შეესაბამება ამერიკის ვეტერინარული უწყვეტი განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის ვეტერინარ ქირურგთა სამეფო კოლეჯიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს.
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026