ბენ ფორდმა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულის კერძები შეაფასა
20 ოქტომბერი 2015
ცნობილი ამერიკელი შეფი, ბენ ფორდი საქართველოში იმყოფება.
იგი კაფე "ლეილას" ესტუმრა და შეფ-მზარეულის, ილია ბენაშვილის მომზადებული კერძები დააგემოვნა.
ილია ბენაშვილი კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულია და იგი ჟურნალმა კულინART-მა თვის შეფად დაასახელა.
ბენ ფორდმა Facebook-ზე ატვირთა ილიას მომზადებული კერძების ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოთვალა კერძები, მოკლედ დაახასიათა ისინი და გამოხატა თავისი აღფრთოვანება: "ჩემი მოგზაურობის გასაოცრად გემრიელი დასაწყისი საქართველოში, კაფე ლეილაში, შეფ ილია ბენაშვილთან ერთად".
ბენ ფორდი ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჰარისონ ფორდის შვილია.