BetterFly LLC-სის კრეატიული დირექტორი ბაჩო მებურიშვილი კამპუსში

02 მაისი 2015

30 აპრილს პროექტის "მარკეტინგის მენეჯერბი სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია კომპანია BetterFly LLC-სის კრეატიული დირექტორი, ბაჩო მებურიშვილი.

სტუმარმა ისაუბრა კომპანიის ისტორიაზე, დაარსებიდან დღემდე, სტუდენტებს გააცნო კპმანიის წარმატებული თუ წარმუატებელი პროექტები მიმოიხლია ქართული სარეკლამო ბაზარი.

ბაჩო მებურიშვილმა სტუდენტებს გააცნო საკუთარი პროექტი - "გამარჯობა", რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის აფხაზებისადმი გზავნილს. სტუმარმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში აუდიტორიასთან ერთად ფოტოც გადაიღო, რომელიც პროექტისთვის შეგროვებულ ფოტოებს შორის მოხვდება.

შეხვედრის მიწურულს კი სტუდენტებს შესთავაზა ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანია BetterFly LLC-ში.

პირობა ასეთია: სტუდენტმა უნდა დაწერონ რეკლამისათვის მოკლე სცენარი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების შესახებ და ერთი კვირის განმავლობაში გადააგზავნონ მეილზე: bacho@betterfly.ge

აღნიშნული სცენარების შეფასების შემდეგ კი შეირჩევა ერთი ან რამდენიმე კანდიდატი.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მე-3 კურსის სტუდენტები: ლევან წულაია, საბა დოლიძე, გიორგი ბართია, ნუკრი ნადიბაიძე და აკაკი ქორიძე.

ლექცია ჩატარდა პროექტის "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები