ბიოლოგიის კლუბის საჯარო ლექციათა ციკლი კამპუსში

02 აპრილი 2015

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის კლუბი იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომლის ფარგლებშიც ჩვენიპროფესორები წაიკითხავენ შემეცნებით ლექციებს მათ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით.

ლექციები ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში კვირაში ერთხელ.

ლექციები საინტერესო იქნება, როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, პირველკურსელებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აურჩევიათ მომავალი სპეციალობა და უბრალოდ, ბიოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულთათვის. 

საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ორშაბათს, 6 აპრილს, 15:50 საათზე 113-ე აუდიტორიაში ირაკლი ჯანაშია წაიკითხავს ლექციას თემაზე: სიმბიოზური კავშირი მიკრო დ ამაკრო ორგანიზმებს შორის და მისი როლი ეკოსისტემის ფორმირებაში.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები