ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სწავლას გერმანიაში გააგრძელებენ

26 ივნისი 2017

აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები მარიამ მუსერიძე და ანა ქურდაძე სწავლას მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (Ludwig-Maximilian University of Munich ) ბიოლოგიის ორწლიან სამაგისტრო პროგორამაზე გააგრძელებენ.

მარიამი და ანა აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტები არიან და აქტიურად არიან ჩართულები აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

მარიამი უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობს და სწავლობს დაბალი დოზის პოლიფენილების ზეგავლენას ღვიძლის სტეატოზის in vitro მოდელზე, ანა კი ცხოველთა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ღეროვანი და თავის ტვინის უჯრედების ინტერფაზულ ბირთვებში ტელომერების სივრცულ განაწილებას იკვლევს.

მსგავსი სიახლეები