ბიოლოგიის სტუდენტი ელენე ლოლიაშვილი Amgen Foundation-ის სტიპენდიანტი გახდა

26 ივნისი 2017

აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, ელენე ლოლიაშვილი Amgen Foundation-ის სტიპენდიანტი გახდა!

სტიპენდიის ფარგლებში ელენე ივლისიდან ორი თვით პარიზის პასტერის ინსტიტუტში საზაფხულო სტაჟირებას გაივლის და ვირუსულოგიის ლაბორატორიაში სამეცნიერო კვლევით პროცესებში ჩაერთვება.

ბოლო ერთი კვირა კი სტიპენდიანტები კემბრიჯში გაემგზავრებიან და საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას.

Amgen Foundation-ის ​სტიპენდიამდე ელენე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წლით უნგრეთში, ადგილობრივი მთავრობის სტიპენდიით პეჩის უნივერსიტეტში სწავლობდა.

მსგავსი სიახლეები