ბიოუსაფრთხოება

26 იანვარი 2015

2-6 თებერვალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ცოდნის გაღვივება და ბიოუსაფრთხოების/ბიოლოგიური დაცვის/ბიორისკების მართვის მოწინავე გამოცდილების გაზიარება" ფარგლებში გაიმართება ტრენინგი.

პროექტს წარმოადგენს აგრარული უნივერსიტეტი.

პროექტის მიზანია ბიოუსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცვის და ბიორისკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები