ბრიტანული გრძელბეწვიანი ფისო, მიმი, დერმატოფიტოზის დიაგნოზით
06 იანვარი 2025
ბრიტანული გრძელბეწვიანი ფისო, სახელად მიმი, რომელიც დროებით ჰყავდათ დატოვებული სასტუმროში, სახლში დაბრუნდა კანზე უჩვეულო გამონაყარითა და ქავილით. პატრონებმა მაშინვე მიმართეს ჩვენი კლინიკის მთავარ ვეტერინარსა და თერაპიის განყოფილების უფროსს, ანა ქუმსიშვილს, რომელმაც პირველად შენიშნა ინფექციის ნიშნები და ჩაუტარა სიღრმისეული დიაგნოსტიკა.
გამოკვლევების ფარგლებში ჩვენი კლინიკის ლაბორატორიაში ჩატარდა სისხლის სრული ანალიზი და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი. აგრეთვე, მიმის ჩაუტარდა ტესტები ლეიკემიასა და კატების იმუნოდეფიციტის ვირუსზე (FIV) — ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ანამ მიმის დაუსვა დერმატოფიტოზის დიაგნოზი — მარტივად გადამდები კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც სტრესის ფონზე განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება.
ანას შედგენილი ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემდეგ, მიმიმ კვლავ დაიბრუნა თავისი ულამაზესი ბეწვი და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს.
გაითვალისწინეთ, რომ დერმატოფიტოზი მარტივად გადამდებია როგორც შინაურ ცხოველებზე, ისე ადამიანებზე. თუ შეამჩნევთ სიმპტომებს, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან თმის/ბეწვის ცვენა, სასურველია დროულად მიმართოთ ექიმს ან ვეტერინარს, თუ საქმე ეხება შინაურ ცხოველს. აგრეთვე, ანალიზის ჩატარებამდე ნუ წაუსვამთ კანზე რაიმე პრეპარატს, რადგან ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს გამოკვლევის შედეგის სიზუსტეზე.
მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი 2026
აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
13 თებერვალი 2026
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ახალგაზრდა ფისოში
12 თებერვალი 2026
ბიოფსია ვეტერინარიუმში - ზუსტი დიაგნოზისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი
09 თებერვალი 2026
პუდელი ჩაპის კლინიკური შემთხვევა
08 თებერვალი 2026