ბრუნო კურეს მასტერ კლასი
22 ნოემბერი 2013
22 ნოემბერს კულინარიის აკადემიაში ცნობილმა ფრანგმა კონდიტერმა, ბრუნო კურემ, პროფესიონალი კონდიტერებისა და კულინარიის აკადემიის სტუდენტებისათვის ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის მასტერ-კლასი ჩაატარა. მასტერ-კლასის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერტიფიკატები. ბრუნო კურე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ცნობილ რესტორანში, 1998 წლიდან კი უზიარებს თავის გამოცდილებას პროფესიონალებს და ქმნის ახალ დესერტებს.