BTL Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში

29 აპრილი 2015

28 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ტურისტული სააგენტო BTL Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი - ნუკა ღამბაშიძე ესტუმრა. სტუმარმა ისაუბრა კომპანიის საქმიანობისა და მთავარი ფოკუსის  შესახებ, რომელსაც წარმოადგენს ბიზნეს მოგზაურობა და MICE ტურიზმი (შეხვედრები, ინსენტივ ტურები, კონფერენციები და ღონისძიებები).

BTL მუშაობს სამი მიმართულებით: ტურისტული მომსახურეობა საქართველოში ადგილობრივი კლიენტებისთვის, შემომყვანი ტურიზმი და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. 

შეხვედრის ბოლოს მარკეტინგის მენეჯერმა სტუდენტებს რამდენიმე საინტერესო რჩევა მისცა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და უპასუხა შეკითხვებს ბაზრის განვითარებასა და ზოგადად ტურიზმის სფეროს პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრა შედგა ბიზნეს ადმინისტრირების მეოთხე კურსის საგნის- ტურიზმისა და მასპინძლობის მარკეტინგის ფარგლებში, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები