ბუბლიკას მკურნალობის ისტორია
12 დეკემბერი 2025
5 თვის მეტისი ბუბლიკა 6 დღის განმავლობაში ვეტერინარიუმში პარვოვირუსული ინფექციის წინააღმდეგ მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა დამახასიათებელი სიმპტომები: ინტენსიური ღებინება, დიარეა, ჰემატოქეზია, დეჰიდრატაცია, უმადობა და ლეთარგია. პირველ დღეებში ფიქსირდებოდა კრიტიკულად მაღალი ტემპერატურაც.
ბუბლიკას მკურნალობის გეგმა შეიმუშავა ვეტერინარიუმის თერაპევტმა და ექოსკოპისტმა, ნუცა ბესაშვილმა. პაციენტს ყოველდღიურად ეძლეოდა ანტიემეტიკური და ანტიჰემორაგიული მედიკამენტები, უტარდებოდა ინფუზიოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია და სხვა საჭირო პროცედურები.
ინტენსიურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ბუბლიკა სრულად გამოჯანმრთელდა.
ძაღლებში პარვოვირუსული ინფექციის გამომწვევი არის Canine Parvovirus Type 2. ეს არის მაღალკონტაგიოზური ვირუსული დაავადება, რომელიც მწვავე გასტროინტესტინალურ დაზიანებებს იწვევს. პარვოვირუსი განსაკუთრებით საშიშია 6-20 კვირის ასაკის ლეკვებისთვის. კვლევების თანახმად, მკურნალობის გარეშე დარჩენილ ლეკვებში სიკვდილიანობა 91%-მდე აღწევს. თუმცა ადრეული და ინტენსიური თერაპია გამოჯანმრთელების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
პარვოვირუსი პრევენცირებადია. დროული და რეგულარული ვაქცინაცია მისი თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზაა.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026