სამუშაო შეხვედრა ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.
19 ივლისი 2023
15-16 ივლისს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლის, ვეტერინარული კლინიკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.
შეხვედრა ჩატარდა “შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვის პროექტის“ ფარგლებში თელავში, Holiday Inn-ში.
პროგრამის შემუშავების მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აქტიურად მონაწილეობდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები: Vet House, Mayhew Georgia, Nutrimax, მარტყოფის ბაგა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
13 ივლისი 2026
ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
11 ივლისი 2026
გიორგი ლოლაძე ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
10 ივლისი 2026
ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა იორკშირელ ტერიერში
07 ივლისი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე ალდო ვეცონის კლინიკაში
06 ივლისი 2026